იცოდი? - როდის გაიხსნა პირველი სასტუმრო რუსთავში

2023-12-23 14:33:25

იცოდი? - როდის გაიხსნა პირველი სასტუმრო რუსთავში.

პირველი სასტუმრო ჩვენს ქალაქში მე-20 საუკუნის 40-იან წლებში აშენდა.

დღევანდელ ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე მდგარი შენობა მისი არქიტექტურით ერთ-ერთი გამოარჩეულია ქალაქში.

სასტუმროს შენობა 40-იან წლებში რუსმა არქიტექტორმა არქიტექტორმა პავლე უშენინმა დააპროექტა.

სასტუმროს, რომელსაც "რუსთავი" ერქვა, სტუმრები ძირითადად სხვადასხვა ქვეყნიდან ქალაქში არსებულ საწარმოებში ჩამოსული პირები იყვნენ.

სასტუმროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 50-იან წლებიდან საკმაოდ დიდხანს თინათინ ხმელიძე იყო.

სასტუმრო "რუსთავი" 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გასხვისდა და კერძო საკუთრებაში გადავიდა.

შენობამ თავისი ფუნქცია დაკარგა და მის მარჯვენა ნაწილში ძველივე სახელწოდებით, "რუსთავი", რესტორანი გაიხსნა.

რესტორნის შეფმზარეული ნოდარ მაისურაძე იყო.

შენობა 2000-იან წლებში მიტოვებული იყო, დრომ თავისი კვალი დაამჩნია და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო.

2015-2016 წლებში ამ შენობის განახლება დაიწყო, კერძო პირს აქ საცხოვრებელი კორპუსი უნდა გაეკეთებინა, შემოიღობა ძველი სასტუმრო "რუსთავის" ტერიტორია. გარკვეული სამუშაოები შესრულდა კიდეც.

დაგეგმილი იყო შენობის ეზოში დამატებით კიდევ ერთი კორპუსის აშენებაც.

თუმცა წლებია სასტუმრო "რუსთავის" შენობა უფუნქციოა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები