ქვემო ქართლში კაცმა ცოლზე ჯერ იძალადა, შემდეგ კი თმები გადაპარსა

2023-12-22 17:42:47

ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა და თმები ძალით გადაპარსა.

ეჭვიანობის ნიადაგზე, ქალის დასამცირებლად მამაკაცმა თმების გადაპარსვის დროს ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე მამაკაცი ძალადობის მუხლით დააკავეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები