ბავშვს, რომელიც ძაღლმა დაკბინა, 13 საათიანი ოპერაცია უტარდება

2023-12-18 17:18:21

"იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ბავშვს ოპერაცია უტარდება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ოპერაცია ხანგრძლივია და მას დაახლოებით 13 საათი დასჭირდება. მისივე ინფორმაციით, ბავშვი კერძო კლინიკა “კარაპს მედლაინში", იმყოფება, სადაც თავზე კანს გადაუნერგავენ.

"ოპერაცია დიდხანს გაგრძელდება, 13 საათიანი ოპერაციაა. ჩვენ რაც გავაკეთეთ, იყო პირველადი შეფასება, ნეიროქირურგიული ჩარევა. დაზიანებული კანის მოცილება და გასუფთავება. დაზიანების დიდი მოცულობის გამო, ინფექციის გავრცელების რისკი იყო. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა.

პლასტიკურმა ქირურგმა შეაფასა ბავშვის მდგომარეობა და გადაწყდა პლასტიკური ოპერაციის ჩატარება. ოპერაცია დაწყებულია და დასრულების შემდეგ დაბრუნდება ჩვენთან კლინიკაში“,- აღნიშნა ჩხაიძემ.