რუსთავს ახალი ავტობისები ჰყავს.
საქართველოს მთავრობის მიერ ნაყიდი 20 ერთეული ავტობუსი ქალაქს დღეს გადმოეცა.
როგორც ცნობილია, ახალი ავტობუსები რუსთავი-თბილისის მიმართულებით ივლიან.
20 ავტობუსი რუსთავს საქართველოში შემოყვანილი 51 ახალი ავტობუსიდან ერგო.
ევრო 5-ის სტანდარტის "ისაზუს" ფირმის დანარჩენი 31 ავტობუსი კი, ამ ეტაპზე, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებზე გადანაწილდება.
პროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ სულ 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა და მათი 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილებაა გათვალისწინებული.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თითო სატრანსპორტო საშუალება, 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.