უზბეკეთში ახალგაზრდა გოგონების შემოწმება მიმდინარეობს, ინფორმაციას ცენტრალური აზიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. სკოლისა და კოლეჯის მოსწავლეებს, იმის დასადგენად არიან თუ არა ქალაიშვილები, გინეკოლოგთან აგზავნიან და შესაბამისი ცნობის წარდგენას სთხოვენ. იმ შემთხვევაში თუ გოგონა ქალიშვილი არ აღმოჩნდება, მას მოუწევს ფსიქოლოგს გაესაუბროს და გარკვეული რეაბილიტაციის კურსი გაიაროს.
შემოწმების შედეგად აღმოჩნდა რომ ათობით მოზარდი ფეხმძმედ იყო.
ინიციატივა სუიციდის შემთხვევების შემცირების მიზნით შევიდა ძალაში.
ხელისუფლების განმარტებით, ბოლო პერიოდში მხარეში მდედრობითი სქესის 200-მდე მოზარდმა მოიკლა თავი. სიახლის ინიციატორები, სუიციდის შემთხვევების მატებას სწორედ მამაკაცებთან კრახით დამთავრებულ ურთიერთობებს უკავშირებენ.
თავად ახალგაზრდები ინიციატივის წინააღმდეგები არიან, ერთ-ერთი გოგონას განცხადებით, გინეკოლოგთან ვიზიტის შემდეგ მთელმა კოლეჯმა გაიგო რომ ის ფეხმძიმედ იყო, რის გამოც დაცინვის ობიექტი გახდა.