რუსთავში 7 წლის დაკარგული ბიჭი პატრულმა დედას დაუბრუნა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, არასრულწლოვანი და მისი დედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლის დროს ასცდნენ ერთმანეთს.
ბავშვმა დედა რომ ვერ იპოვა შარტავას გამზირზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებთან მივიდა და აცნობა, რომ დაკარგული იყო.
პოლიციელები დაკარგული ბავშვის მშობელს დაუკავშირდნენ და 7 წლის ბიჭი დედას დაუბრუნეს.