ახალგაზრდა, რომელიც რუსთავის მერიის მიერ შერჩეულ პროგრამებზე დაიწყებს სწავლას, სტიპენდიას მიიღებს.
ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მედიათეკაში ახალგაზრდებთან 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენაზე განაცხადა.
ლაცაბიძის თქმით, იმისათვის, რომ პროფესიული განათლება კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს, მუნიციპალიტეტი ყოველთვიურ სტიპენდიებს გასცემს.
"მუნიციპალიტეტი გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც აქვს სახელმწიფოს, პროფესიული განათლება იყოს კიდევ უფრო მიმზიდველი ახალგაზრდისთვის და ჩვენ ვამბობთ, ყველა ის ადამიანი, ვინ რუსთავის მერიის მიერ შერჩეულ პროგრამებზე დაიწყებს სწავლას, რომელიც არის უფასო სახელმწიფოდან, ჩვენ მათ მივცემთ სტიპენდიას ყოველთვიურად, რომ შევუმსუბუქოთ ამ სწავლის პერიოდში ის ტვირთი, რომლის გამოც ეს ადამიანები მიდიან, სხვადასხვა სამსახურს ეძებენ, მერე თავს ანებებენ სწავლას და თავიდან ბოლომდე ერთვებიან სამსახურში. ეს პროგრამა არის თქვენთვის, თუ გადაწყვეტთ, რომ ჩვენს მიერ ამორჩეული პროგრამებზე დაიწყებთ სწავლას, მუნიციპალიტეტი ამ ახალგაზრდებს მისცემს სტიპენდიას",- განაცხადა ლაცაბიძემ.