"გაწმინდეს და ისევ ამოვიდა, სარდაფებია დატბორილი"

2023-11-12 15:27:32

რუსთავში მე-7ა მიკრორაიონის 9 სართულიანი კორპუსის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივმა, ლალი ნაცვლიშვილმა განუცხადა, დაზიანებულია საკანალიზაციო მილი, რის გამოც ეზო ხშირად იტბორება წყლით და ფეკალური მასებით.

მისი თქმით, პრობლემა დიდი ხანია აწუხებთ და ხან მოსახლეობის სახსრებით, ხანაც კომპანია "რუსთავის წყალი" დაზიანებულ მილს წმინდავს, რაც პრობლემას ვერ აგვარებს და ხშირად იტბორება კორპუსის მიმდებარე ტერიტორია.

ადგილობრივის განცხადებით, საკანალიზაციო წყლით დატბორილ ეზოში გაუსაძლისი სუნი დგება ხოლმე.

"უარესი მდგომარეობაა, საშინელი სუნი შემოდის. ბავშვებითაა კორპუსი სავსე. წლებია ეს პრობლემაა, საშინელებაა. მინდორშია ცენტრალური მილები შესაცვლელი. ამ ეტაპზე სახლებში არ ამოუხეთქავს, მაგრამ მთელი ეზო სავსეა აყროლებული წყლით. რუსთავის წყალში, რომ დავრეკეთ, ყველაფერი წესრიგშია, არაფერი არააო შესაცვლელი. გამაგებინონ, რას ეძახიან წესრიგს. მოვლენ გაწმენდენ, ხან ჩვენი სახრსრებით, გუშინ წინ გაწმინდეს და ისევ ამოვიდა, სარდაფებია დატბორილი",- განაცხადა ლალი ნაცვლიშვილმა.

"ინფო რუსთავი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომპანია "რუსთავის წყალს" დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მათი ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა.

"კომპანიის ტექნიკური ჯგუფი იყო ადგილზე, გაიწმინდა საკანალიზაციო ქსელი. ამ დროისთვის პრობლემა მოგვარებულია და ქსელი გამტარია. ზოგადად სადიაგნოსტიკო ჯგუფი მოიკვლევს, რატომ არის ასეთი ხშირი დაზიანებები და კომპანიას ექნება შესაბამისი",- განაცხადეს კომპანიაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები