როდის აღდგება წყლის მიწოდება

2023-11-12 13:13:50

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის ფალიაშვილის და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 12 ნოემბერს, 12:40 საათიდან 18:40 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

მელიქიშვილის ქუჩას, გასასვლელებს და ჩიხებს.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.