რუსთავაში კომედიის თეატრალური ფესტივალი დაიწყო.
რიგით მე-9 ფესტივალმა რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში დღეს აიღო სტარტი და 27 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ფესტივალი ნიკოლოზ წულუკიძის პროექტით გაიხსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ქართული თეატრის ისტორია გააცნო.
ფესტივალის შინაარსი უცვლელია. ამ ერთი კვირის განმავლობაში, რუსთავის თეატრის სცენაზე კომედიური ჟანრის სპექტაკლები იქნება წარმოდგენელი.
კომედიის თეატრალურ ფესტივალზე წელს რუსთავს 17 დღის განმავლობაში 12 დასი ეწვევა. ამასთანავე, ფესტივალის ფარგლებში წელსაც, ისევე როგორც გასულ წელს, ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კონკურსი გაიმართება, რომელში მონაწილეობაც, სტუდენტ და მაგისტრანტ რეჟისორებს შეეძლებათ. მათ კონკურსის ფარგლებში ევალებათ წარმოადგინონ ეპიზოდი კომედიური ჟანრის პიესიდან ეტიუდის სახით.
კონკურსანტებს სპეციალურად შერჩეული ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულს ჰონორარის სახით სწავლის საფასურის სრული ერთი წლის თანხა გადაეცემა და ამასთანავე, საშუალება მიეცემა სპექტაკლი დადგას რუსთავის თეატრში.
ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და პირველ სპექტაკლს კვლავაც მარჯანიშვილის თეატრი წარმოადგენს.
ფესტივალი რუსთავის მერიის მხარდაჭერით იმართება.