წყლის მიწოდება მთელს ქალაქში იზღუდება

2023-11-10 14:52:09
10 ნოემბერს, ხრამის სათავე ნაგებობიდან ქალაქ რუსთავამდე მიმავალ წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი ოთხ ლოკაციაზე ავარიულად დაზიანდა
აღდგენითი სამუშაოები დღეს, 22:00 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შესაქმნელად, კომპანია “რუსთავის წყალი” დაზიანებების აღდგენით სამუშაოებს ოთხივე ლოკაციაზე პარალელურ რეჟიმში ღამის საათებში შეასრულებს
აღიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 10 ნოემბერს, საღამოს 10:00 საათიდან ხვალ, 11 ნოემბრის დილის 10 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობას