იცოდი? - ვინ არიან რუსთავში გამორჩეული სილამაზის მქონე შენობების არქიტექტორები

2023-11-09 18:21:59

იცოდი? - ვინ არიან რუსთავში გამორჩეული სილამაზის მქონე შენობების არქიტექტორები.

რამდენიმე თვის წინ "იცოდის" ერთ-ერთ ნაწილში მოგიყევით იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ქალაქის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს გენ-გეგმაზე და დაპროექტებაზე იმუშავეს მე-20 საუკუნის 40-იანი წლებიდან.

ისტორიული რუბრიკის ამ ნაწილში მოგიყვებით მარცხენა სანაპიროზე აშენებული 10 შენობის არქიტექტორებზე, რომელთა ნაწილიც გენ-გეგმაზეც მუშაობდა, ნაწილი კი მხოლოდ ერთეულ შენობებს აპროექტებდა.

ზოგიერთ შენობას თავდაპირველად დღევანდელობისგან განსხვავებული ფუნქცია ჰქონდა.

დავიწყოთ დღევანდელ ფიროსმანის ქუჩაზე მდგარი ქვისგან ნაგები კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი ბინებით. ამ შენობების არქიტექტორები დიმიტრი მელიქიშვილი ლ. ზიმინი არიან.

დიმიტრი მელიქიშვილმავე დააპროექტა რუსთავის ფოლადის სტადიონი.

ოთხბინიანი საცხოვრებელი სახლები, არქიტექტორი ლ. სუმბაძე

სასტუმრო "რუსთავი", არქიტექტორი პავლე უშენინი.

საბავშვო ბაღი, არქიტექტორი ვ. ოგანესიანი

რუსთავის პირველი პოლიკლინიკა, არქიტექტორი ვ. ორლივსკიი

რუსთავის თეატრის შენობა, არქიტექტორი მიხეილ ნეპრინცევი

კულტურის სახლი წმინდა ნინოს ქუჩაზე, არქიტექტორი გ. ვოლბეიგ, თავდაპირველად აქ კინო კლუბი იყო.

მე-14 საჯარო სკოლა, არქიტექტორი გვარად კრილოვი. როცა ეს შენობა აშენდა, აქ იყო საღამოს სკოლა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მუშაობდნენ

რუსთავის პირველი საჯარო სკოლის შენობა, არქიტექტორი ვ. ორლინსკი


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები