ქვესადგური „მარნეული 500“ დღეს საზეიმო ვითარებაში, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გახსნეს. სამთავრობო უწყების წარმომადგენლებმა, ახალი ქვესადგურის გახსნის მაგალითზე, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე, ძლიერ ინვესტიციასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ისაუბრეს. ქვესადგური „მარნეული-500“ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში ააშენა. პროექტი „აზიის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. თანამედროვე ტექნოლოგიებით არჭურვილი ქვესადგურის მშენებლობის ღირებულებამ 20 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ქვესადგურის გახსნის ცერემონიალს, მუნიციპალიტეტისა და მხარის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.