რუსთავში კომპანია "სოკარ გაზ ჯორჯია" ეტაპობრივად საცხოვრებელ სახლებში გეგმურ შემოწმებას ატარებს, რომლის ფარგლებშიც მოწმდება არის თუ არა გაზის დანადგარები სწორად დამონტაჟებული.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე რამდენი აბონენტის შემოწმება მოხდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ გაზ ჯორჯიას" წარმომადგენელმა კონსტანტინე ზარნაძემ განუცხადა, ბოლო ერთ თვეში ქალაქში 4800-დან 5000-მდე აბონენტის შემოწმდა.
შემოწმებების შედეგად აღმოჩენილი ერთკამერიანი წყლის გამაცხელებელი დანადგარები 755-მა აბონენტმა შეცვალა.
ზარნაძის თქმით, 53 შემთხვევაში დანადგარები დაილუქა.