რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში გრიგოლ ხანძთელი ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად რუსთავის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
რეაბილიტაციის დროს ქუჩაზე მოეწყობა გარე განათება, საგზაო ნიშნები და მონიშვნები, დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები, საკომუნიკაციო ჭები, სანიაღვრე სისტემა, ბეტონის ტროტუარები და გზის ახალი საფარი.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 1 522 849 ლარია გამოყოფილი.