სასწავლო ცენტრი "ონლაინ +" რუსთავში მე-11 კლასელებს ორს საგანში, მათემატიკასა და ფიზიკაში უფასოდ მომზადებას სთავაზობს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა მამუკა ქაფიანიძემ განუცხადა, კვალიფიციური მასწავლებლები მოსწავლეებს კვირაში სამჯერ მოამზადებენ.
გაკვეთილების ხანგრძლივობა 2,5-დან 3 საათამდე იქნება. მამუკა ქაფიანიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მე-11 კლასელებისთვის 45 ადგილია გამოყოფილი.
მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ორგანიზაციას ნომრებზე: 592 18 96 69; 599 71 50 83.