რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო განცხადებას ავრცელებს.
2023 წლის 1 ნოემბრიდან, მგზავრთა მოთხოვნის გათვალისწინებით, რუსთავი-თბილისის საქალაქთაშორისო მუნიციპალურ ტრანსპორტს კიდევ ერთი ერთეული ავტობუსი დაემატება.
მგზავრთა ნაკადის მომატებასთან დაკავშირებით, რუსთავის მერიისა და ავტოტრანსპორტის საწარმოს მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ავტობუსების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.