მეგობრობის ქუჩაზე არსებული კონოთეატრის ყოფილი შენობა იყიდება.
როგორც ობიექტის მეპატრონემ "ინფო რუსთავთან" საუბარში განაცხადა, შენობის საწყისი ფასი 1 მილიონი დოლარია.
ამ დროისთვის ობიექტში კაზინო " გრანდ როიალია" განთავსებული, ჯერ-ჯერობით უცნობია აღნიშნული კომპანია ქალაქს დატოვებს თუ სხვა მისამართზე გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, კინოთეატრი "რუსთაველი" რუსთავში 70-იანი წლებში გაიხსნა. 90-იანების შუა პერიოდში კი ობიექტი საბავშვო თეატრს დაეთმო. 2000 წლიდან რამდენიმე წელი ობიექტი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდა, თუმცა სხვადასხვა სახის კონცერტები, კონკურსები და შეხვედრები იმართებოდა. კინოთეატრი კინოს დაახლოებით 2005 წლიდან დაეთმო და ფუნქციონირება 2010 წლამდე შეწყვიტა.
2013 წლის ზაფხულში შენობას ცეცხლი გაუჩნდა, რამდენიმე თვეში კი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ფუნქცია შეითავსა.
2016 წლიდან დღემდე კი ობიექტში სხვადასხვა სამორინეს და ტოტალიზატორი იყო განთავსებული. ( "კინოთეატრის ევლოუცია" - ნახეთ ფოტოები" )