რუსთავში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოქტომბრის თვეში მონიტორინგის დროს 4 ობიექტი დააჯარიმა.
როგორც "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა, გასულ თვეში ქალაქის მასშტაბით ინსპექტირება 48 ობიექტში განხორციელდა.
ობიექტების დაჯარიმება რეგისტრაციის არქონის, ეტიკეტირების დარღვევისა, ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციისა და კრიტიკული შეუსაბამობის გამო მოხდა.
კრიტიკული შეუსაბამობა სეს-მა ერთ-ერთ საზოგადოებრივ კვების ობიექტში დაადგინა, რის გამოც ობიექტი დაახურეს კიდეც. თუმცა კვების ობიექტმა დარღვევა მალევე გამოასწორა და მუშაობა განაახლა.
ჯამში, ქვემო ქართლში, ინსპექტირება 147 ობიექტში ჩატარდა, დოკუმენტური შემოწმება 33 -ში, ნიმუშის აღება მოხდა 76-დან.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაწესებულებების იდენტიფიცირებისგან თავს იკავებენ.
ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი მანამ, სანამ ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.