კომპანია “რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების ფარგლებში, აფხაზეთის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს.
აფხაზეთის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა 500 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა და საკვანძო ჭები მოეწყო. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 140 000 ლარია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ხვალ, 3 ნოემბერს 14:00 საათიდან 4 ნოემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავის მე-7, მე-7ა, მე-8, მე-14, მე-15, მე-20 და 21-ე მიკრორაიონებს, შარტავას გამზირს, ტაშკენტის, ლეონიძის, მესხიშვილის, თოდრიას და კლდიაშვილის ქუჩებს, ლესელიძის ქუჩა N28, 30, 32-ს, მეგობრობის გამზირის N31, 33, 35, 37, 39, 41, 43, 45 და 47-ს. კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.