თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ავერსის კლინიკიდან სამკურნალოდ მიყვანილი რამდენიმე პატიმარი გაიქცა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მომხდარი კლინიკა "ავერსში" დაუდასტურეს.
სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ გაქცეულია 3 პატიმარი.
მომხდართან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" დეტალების დასაზუსტებლად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს დაუკავშირდა და მათგან ველოდებით ინფორმაციას.