გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასოა

2023-10-31 16:11:10

1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი.  ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.
რუსთავში აცრის გაკეთებას შეძლებთ:

1. N2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი, მესხიშვილის 1-ა

2. რუსთავის მედიცინის სახლი N1 დიაგნოსტიკური ცენტრი, ოდიშარიას ქ.N19

3. N1 პოლიკლინიკა, გიორგაძის ქ.N6