კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის რჩეულიშვილის ქუჩაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 31 ოქტომბერს 13:30 საათიდან 19:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ჭყონდიდელის დასახლების: რჩეულიშვილის, გრანელის, გიორგაძის, კამოს, ჩაპაევის, ჩეხოვის, ბარნოვის და სამგორის ქუჩებს.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.