რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი ბინაში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. მეზობლებმა დიდი ხნის განმავლობაში რომ ვერ ნახეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახეს.
ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ქალი გარდაცვლილი დახვდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.