რუსთავის მერია რუსთავის საკრებულოს სასამართლოში უჩივის.
ამის შესახებ ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამჟამინდელი საკრებულო მუშობას შეუდგა, რუსთავის მერია, ქალაქის განვითარებისთვის საჭირო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პარალელურად, სისტემატურად იბრძვის იმისთვის, რომ საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მავნებლური უმოქმედობის რეჟიმიდან გამოყვანა შეძლოს და საკრებულოს თავისი ფუნქცია დაუბრუნოს.
რუსთაველები დღეს კარგად ხედავენ ქალაქში მიმდინარე პროცესებს და 2024 წელი, პრემიერის, მთავრობისა და საპარლამენტო გუნდით, იქნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისა და რეფორმების მიმართულებით. ამ ფონზე, არის საშიშროება, რომ ვიწროპოლიტიკურ მიზნებს გადაყოლილი, ფუნქციადაკარგული საკრებულო სერიოზულ ზიანს მოუტანს ჩვენს ქალაქს. რუსთავის მერიის არაერთი მცდელობა, საჯარო მიმართვა, წერილობითი მოთხოვნა ამაო აღმოჩნდა პოლიტიკური დაჯგუფების მიმართ და რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“ კოალიცია და უფრო დაჯგუფებას ვუწოდებდი, საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევით აფერხებს, თვეობით აჩერებს კომისიიდან საკრებულოს სხდომაზე არ გადააქვს, არ იხილავს და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებს ქალაქისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ახალი ინვესტიციების შემოსვლა. ამ საკითხებზე რუსთავის გუნდი მუშაობს თვეობით. რუსთაველების ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რომ საკრებულოს ოპოზიციურმა კოალიციამ თავისი მოვალეობის შესრულება ორი წლისთავზე მაინც დაიწყოს, იძულებული გავხდით, მიგვემართა სასამართლოსთვის.
როცა ქალაქში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ხელოვნურად ფერხდება, როდესაც რუსთაველების ინტერესები ილახება და ქალაქის განვითარება გამიზნულად ეშლება ხელი, ვალდებულები ვართ, ყველა ის კანონიერი ბერკეტი, რომელიც კანონის ფარგლებში მოიყვანს და დააბრუნებს რუსთავის საკრებულოში მყოფ ორ პარტიას, რომლებიც ქალაქის წინააღმდეგ ქმნიან ხელოვნურ ბარიერებს. სარჩელი ქალაქის სასამართლოში 27 ოქტომბერს შევიტანეთ“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ქალაქის მერს უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ, ნოდარ შეროზიამ და პირველმა მოადგილემ ალეკო ბერიძემ.
მათი განცხადებით, საკრებულოს მხრიდან კანონის დარღვევა არ მომხდარა.
საკრებულოს თავჯდომარის განცხადებით, საკრებულო ყოველჯერზე ცხდილობ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც მოქალაქეები ინტერესებზეა მორგებული.
“დღეს იყო მორიგი ფეიკ ბრიფინგი, სადაც ქალაქის მერმა ჩვენ ბრალი დაგვდო მუნიციპალიტეტის მუშაობის ხელშეშლაში. ეს ნამდვილად ასე არაა.
ყოველ ჯერზე ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც მორგებულია ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე. მერი ვერ დაასახელებს ვერცერთ საკითხს, სადაც საკრებულომ ხელი შეუშალა, რომელიმე პროგრამას ან ბიუჯეტში ცვლილებას. პრობლემა ხდება მხოლოდ დეველოპერები და k2 კოეფიციენტები.
მერის მხრიდან ყველა ბრიფინგი მიძღვნილი იყო ზონალობის ცვლილებებზე და K2 კოეფიციენტებზე. აქ იკვეთება პარტიული და პირადი ინტერესები, ასე მიმაჩნია. რაც შეეხება სასამართლოს, პრობლემა არ არის, ჩვენ არ დაგვირღვევია მოქმედი კანონმდებლობა. ჩვენ ვართ კოლეგიალური ორგანო და გადაწყვეტილება მიიღება დეპუტატების მხრიდან. 35 დეპუტატია საკრებულოში და მიიღება უმრავლესობის გადაწყვეტილებით. რაც შეეხება კომისიების მუშაობას, რამდენიმე საკითხი იყო, რომელიც კომისიებმა უკან დააბრუნეს, თუ არ ვცდები 4 საკითხი, სადაც გარკვეული შენიშვნები იყო ამ პროექტებთან დაკავშირებით, მათ მიეცათ დრო და საშუალება, რომ შესწორებები შეეტანაც და გაემართათ ეს საკითხები. დღეს საკითხები რაც საკრებულოშია შემოსული ყველა არის დროში, კომისიებს აქვთ დრო მისი განხილვისთვის. ის საკითხები, რაც კომისიებმა არ განიხილეს და ვერ გადავიდა ბიუროზე, შესაბამისად საკრებულოზეც, ეს საკითხები იყო ხარვეზიანი, დაუბრუნა კომისიამ ხარვეზებით და თხოვა გაესწორებინათ. ძირითადი იყო ზონალობის ცვლილებებთან და K2 კოეფიციეთან დაკავშირებით. მერმა ახსენა ღალატი, ჩვენ და პირდად მე არასდროს არ მიღალატია ამ ქალაქისთვის და სადაც ვიყავი ყოველთვის კეთილსინდისიერად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. ქალაქს უღალატა ქართულმა ოცნებამ, როცა ამირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარედ, ქართულ ოცნებას შევთავაზე, აერჩიათ სამი კომისია, გვინდოდა დაბალანსებული ყოფილიყო და კომისიების მუშაობაში მიეღოთ მონაწილეობა, ასევე მოადგილის ერთი ადგილი შევთავაზე. თვენახევარი ველოდებოდი, ქართულმა ოცნებამ უარი განაცხადა და პასუხისმგებლობა აიცილა ქალაქისა და მოსახლეობის წინაშე.
მე ვთვლი რომ კანონი არ დამირღვევია. რაც შეეხება სასამართლოსა და პროკურატურა, თვე არ გავა, რომ არ მიჩივლონ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა”,- განაცხადა ნოდარ შეროზიამ.