როგორი ამინდი იქნება რუსთავში

2023-10-30 13:01:07

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში კვალავ თბილი ამინდები იქნება შენარჩუნებული.

3 ნოემბერს მცირე ნალექია ნავარაუდები, თუმცა 4-5 ნოემბერს, შაბათ-კვირას, ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, რუსთავში ისევე როგორც მთელს საქართველოში, თბილი ამინდები თვის შუა რიცხვებამდე შენარჩუნდება.

ტემპერატურის კლება, 15 ნოემბრიდან არის მოსალოდნელი.