კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის მესხიშვილის N9-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 30 ოქტომბერს, 11:15 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
მესხიშვილის (გასასვლელებით), თოდრიას (ჩიხებით), კლდიაშვილის N10, 12, 14, ლესელიძის N 28, 30, 32, მე-14 მრ N 9, 10, 11, 12, 37, 38, 39, 40-ს.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.