ჩხუბი და ხმაური რუსთავში, ცენტრალურ ქუჩაზე.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩაზე, ერთერთი კაფისა და ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მამაკაცს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კამათი მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
სამართალდამცავები ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ თუმცა სწორედ ამ დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით ერთერთმა ახალგაზრდამ პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სამართალდამცავებმა მამაკაცი ადმინისტრაციული წესით ადგილზე დააკავეს.