რუსთავში, მე-12 მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსთან სამაშველო სამსახურის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კორპუსის ეზოში აღნიშნული სამსახურები ბავშვებმა გამოიძახეს.
როგორც ერთ-ერთმა მცირეწლოვანმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, მან 112-ში კნუტის დახმარების მიზნით დარეკა.
როგორც გაირკვა, კატა სიმაღლეზე იყო დარჩენილი და უკან ჩამოსვლას ვერ ახერხებდა.
მაშველებმა ცხოველს დახმარება აღმოუჩინეს.