რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება იზღუდება

2023-10-28 00:18:07

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის მე-7 მიკრო რაიონის N12-ში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან  დაკავშირებით 28 ოქტომბერს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

მე-7 მ/რ-ის  N 7, 8, 10, 12, 13, 14, 15 და შარტავას 6 და 8 ნომრებს.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.