რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდას, "საქართველოს ბანკის" გარდა, "თი ბი სი" ბანკის პლასტიკური ბარათითაც შეძლებთ. აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო ავრცელებს.
"თი ბი სი" ბანკის საბარათე გადახდის სისტემა ავტობუსებში უკვე დღეიდან, 27 ოქტომბრიდან მოქმედებს.