რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი იყო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ცეცხლი მე-7 სართულზე ერთ-ერთი ბინის სამზარაეულოში გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
მე-19 მიკრორაიონში ასევე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.