ქვემო ქართლში მე-8 კლასელი გოგო დანიშნეს

2023-10-24 14:51:31

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვნის ნიშნობის ფაქტი გამოვლინდა.

ინფორმაციას ადხგილობრივი მედია რადიო მარნეული ავრცელებს.

მერვე კლასელი გოგოს ნიშნობის ფაქტი სკოლის დირექტორმა დაადასტურა.

"ინფორმაცია გადაცემულია შესაბამის ორგანოებში და მშობელი გამოძახებულია სკოლაში. ბავშვი სკოლას არ აცდენდა და თავადაც თქვა რომ სკოლაში სიარულს გააგრძელებს",- განუცხადა დირექტორმა რადიო მარნეულს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები