კომპანია "რუსთავის წყალი" რუსთავი, შარტავას გამზირის და ლომოურის ქუჩის კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს 24 ოქტომბერს 11:30 საათიდან 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
თოდრიის (ჩიხებით), კლდიაშვილის N 2, 4, 8, 10, 12, 14, 20, მეგობრობის 29-დან 47ა-ს ჩთვლით, მე-14 მ/რ, მე-15 მ/რ, შარტავას N 5, 7, 9, 11, 13, 15, ლესელიძის ქ. N 28, 30, ლეონიძის N 2, 4, 6 და მესხიშვილის ქუჩას (გასასვლელებით).
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.