სამოქალაქო ჩართულობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა

2023-10-23 20:47:26

რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეების ორგანიზებით სამოქალაქო ჩართულობაზე და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე მოსწავლეებისთვის ლექცია ჩატარდა.

ლექციის მთავარი სპიკერები საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ხელმძღვანელი გიორგი ჩომახაშვილი, სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ-ს" ხელმძღვანელი, თიკო მაღედანი, "უჯმა ლენდის" ხელმძღვანელი, დავით უჯმაჯურიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰერალდის" წარმომადგენლები, ნინო სოფრომაძე და დათო ცინცაძე.

"ჩვენ ვმუშაობდით პროეტზე, რომლის მთავარი მიზანი იყო გვეპოვა პრობლემები და აღმოგვეფხვრა ისინი. პრობლემები ჩამოვწერეთ ძალიან ბევრი, თუმცა შემდეგ მივხვდით, რომ ამის მოგვარება ჩვენ არ შეგვეძლო. შემდეგ დავფიქრდით, თუ რამ გამოიწვია ეს პრობლემები ქალაქში, მივხვდით, რომ სამოქალაქო ჩართულობა და არასაკმარისი პასუხისმგებლობა მოქალაქეებში არის მიზეზი, რამაც ეს ყველაფერი გამოიწვია. დავფიქრდით, თუ როგორ უნდა მოგვეგვარებინა ეს პრობლემები და მივხვდით, რომ მოგვეძიებინა ხალხი, რომლებიც ამ პრობლემებზე უკვე მუშაობენ.

დავუკავშირდით ყველას და ვუთხარით, რომ გვინდა ხალხს მივაწვდინოთ ხმა და ყურადღება მივაქცევინოთ იმაზე, რომ აუცილებელია გავიაზროთ, ჩვენ რუსთავის მოქალაქეები ვმართავთ რუსთავს და რომ ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობა არის ის, რაც ქალაქს უკეთეს მდგომარეობაში გადაიყვანს.

ეს ადამიანები დაგვთანხმდნენ და შედგა ლექცია. მათ ისაუბრეს, რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ზრუნვა ერთმანეთზე, ქალაქზე და მივედით შედეგამდე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ რუსთავი უკეთესი საცხოვრებელი ადგილი გახდეს",- განგვიცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ქეთევან ალადაშვილმა.