რუსთავში ფილმს იღებენ

2023-10-23 17:49:56

რუსთავში, ასლანიკაშვილისაზე და მის მიმდებარე ქუჩებზე ფილმს იღებენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ფილმის რეჟისორმა და პროდიუსერმა განუცხადა ფილმი სოხუმის ბოლო სამი დღის შესახებ იქნება.

ფილმის პერსონაჟები იქნებიან, როგორც რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც სოხუმის დაცემის შემდეგ თავიანთი საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწიათ, ასევე იმ დროს საქართველოში მთავარი პოლიტიკური ფიგურები: ზვიად გამსახურდია, ჟიული შარტავა, ედუარდ შევარდნაძე და სხვა.

როგორც რეჟისორმა განგვიცხადა, ჟიული შარტავას როლს ფილმში რუსთავის თეატრის მსახიობი დათო გოცირიძე შეასრულებს.

"ფილმი არის სოხუმის ბოლო სამ დღეზე. გმირები არიან, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც სოხუმს ტოვებდნენ, ასევე ედუარდ შევარდნაძე, ზვიად გამსახურდია, ჟიული შარტავა, გაბისკირია.

დღეს ვიღებთ პირველ დღეს. ეს ფილმი არის კულტურის სამინისტროს კინოცენტრის პროექტია, ნაციონალური პროექტია. რუსთავში გადაღებები ნოემბრის 25-მდე გაგრძელდება.

ფილმში მონაწილეობენ მსახიობები, თემიკო ჭიჭინაძე, გოგა პიპინაშვილის, ჟიული შარტავას როლს რუსთავის თეატრის მსახიობი დათო გოცირიძე შეასრულებს.

ფილმზე მუშაობა დასრულდება მარტში",- განგვიცხადა გიორგი ბარაბაძე.