ვარდისფერი ოქტომბერი - ძუძუს კიბოს ცნობადობის თვე.
საკითხთან დაკავშირებით, "ინფო რუისთავთან", მარდალეიშვილის სამედიცი ცენტრის ონკო-ქირურგმა თინათინ დუნდუამ ისაუბრა.
მისი თქმით, მსოფლიოში ამ დიაგნოზის მატარებელი პაციენტების რიცხვმა იმატა, თუმცა ძუძუს კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია.
რაც შეეხება საქართველოს, ონკო-ქირურგის ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში, სკრინინგულ კვლევას 40 % იტარებს.
თინათინ დუნდუა იმ სიმპტომებზე საუბროს, რასაც პაციენტმა ყურადრება უნდა მიაქციოს:
"ყველა ქალბატონი უნდა იტარებდეს თვითგასინჯვას. თვითგასინჯვა უნდა წარმოებდეს თვეში ერთხელ და ნებისმიერი ცვლიების შემთხვევაში ძუძუში რაც შეიძლება რომ არსებობდეს - ეს არის კანზე სიწითლე, დვრილიდან მუქი ფერის გამონადენი, კანის გასქელება, ძუძუს ფორმის შეცვლა, ძუძუში მკვრივი უბნის არსებობა, ასევე იღლიაში კვანძოვანი წარმონაქმნის არსებობა, ნებისმიერი ერთ-ერთი სიმპტომის აღმჩენის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექმის"
თინათინ დუნდუა, ასევე საუბრობს პროფილაქტიკური კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით 40-დან 6-წლამდე ქალბატონებში.
"მაშინ როცა სიმპტომები არ არის, აუცილებელია ჩავიტაროთ პროფილაქტიკური კვლევები, ჩავიტაროთ ონკო-მამოლოგის კონსულტაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა დაავადების გართულება."