რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, თბილისის საკრებულოში, რუსთაველი მოქანდაკისა და მხატვრის ზაქარია გულისაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო.
თამარ მეფის სახელობის დარბაზში, ხელოვანის 30-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ზაქარია გულისაშვილის სკულპტურული და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, პერიოდულად იმართება ქვეყნის სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში. ხელოვანის ორი ნამუშევარი, ამჟამადაც გამოფენილია საქართველოს ეროვნულ გალერეაში.
რუსთაველი მხატვრის ფერწერული ნამუშევრები, საქართველოს საზღვრებს გარეთ - თურქეთსა და საბერძნეთშია გაყიდული. გულისაშვილის მიერ შექმნილი სკულპტურა- „ზეციური კარიბჭე“, კი რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედაა განთავსებული.