რუსთავში კაცი დააკავეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ 50 წლამდე მამაკაცი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეაჩერა.
პირადი ჩხრეკისას კაცს სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა. სამართალდამცველებმა პირი ადგილზე დააკავეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.