იცოდი? - ვინ იყვნენ რუსთავის პირველი პირები 1946 წლიდან
რუსთავში საბჭოთა კავშირის პერიოდში ორი მთავარი თანამდებობა იყო, ერთი საქალაქო კომიტეტის I მდივანი, მეორე საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე.
რუსთავს 1946 წლიდან 1991 წლამდე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 14 საქალაქო კომიტეტის I მდივანი ყავდა. მათი უმეტესობა აღნიშნულ თანამდებობას 1-2 წელი იკავებდა.
ყველაზე დიდხანს, 8 წელი, საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე რენარ გიორგაძე იყო.
1. კაპიტონ ქირია - 1946-1948
2. გიორგი ზედგინიძე - 1948-1951
3. გიორგი გეგეშიძე - 1951-1952
4. ვასილ ჩალაძე - 1952-1957
5. პავლე გილაშვილი - 1957-1958
6. შოთა თითბერიძე - 1958-1963
7. თენგიზ მენთეშაშვილი - 1963-1966
8. ლუდვიგ ხარბედია - 1966-1971
9. ზურაბ ჩხეიძე - 1971-1972
10. ვლადიმერ კობახიძე - 1972-1975
11. რენარ გიორგაძე - 1975-1983
12. ლევან დათიაშვილი - 1883-1985
13. ჟიული შარტავა - 1985-1987
14. თეიმურაზ ხაზარაძე - 1987-1991
მას შემდეგ, რაც რუსთავი გარდაბანს გამოეყო და ქალაქის სტატუსი მიენიჭა, 1948 წელს, ქალაქმა აღმასკომის 9 თავმჯდომარე გამოიცვალა.
საბჭოთა კავშირის პერიოდში მთავარ თანამდებობებზე მხოლოდ ერთადერთი ქალი რუსუდან ჯაფარიძე იყო, რომელიც 1967-1971 წლებში აღმასკომის თავმჯდომარე იყო.
1. ა. მუსერიძე - 1948-1953
2. ა. რაზმაძე - 1953-1957
3. ივანე ვიშნიაკოვი - 1957-1963
4. ნუგზარ ებრალიძე -1963-1967
5. რუსუდან ჯაფარიძე - 1967-1971
6. ოთარ წვერავა - 1971-1974
7. ალექსანდრე უბირია - 1974-1981
8. კონსტანტინე ბაქრაძე - 1981-1987
9. თეიმურაზ დალაქიშვილი - 1987-1990
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქალაქს ჯერ პრეფექტი, შემდეგ კი გამგებელი ჰყავდა.
პრეფექტი - 1991-1992 წლებში თეიმურაზ ჯანელიძე იყო.
გამგებელი - 1992-1993 წლებში სოსო არეშიძე.
სოსო არეშიძევე იყო ქალაქის პირველი მერიც.
1. სოსო არეშიძე - 1993-1995
2. მერაბ ტყეშელაშვილი 2-ჯერ, პირველად 1995-1999 წლებში, მეორედ 2002-2005 წლებში
3. ლაშა მინდელიც ორჯერ იყო რუსთავის მერი, პირველად 1999-2001 წლებში, მეორედ 2012-2013 წლებში.
4. დავით ნადაშვილი - 2005-2008
5. მამუკა ჩიქოვანი - 2008-2011
6. ზაქარია დარჩიაშვილი - 2011-2012
7. დავით ჯიქია - 2013-2017
8. ირაკლი ტაბაღუა - 2017-2021
9. ნინო ლაცაბიძე - 2021- დღემდე
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რუსთავს 1 საკრებულოს მდივანი, 8 საკრებულოს თავმჯდომარე და 1 თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავდა.
პირველად საკრებულოს მდივანი, ლერი ჩხეიძე, 1991 წლის 31 მარტს აირჩიეს. ამ თანამდებობაზე ლერი ჩხეიძე, საკრებულოს პირველი თავმჯდომარის არჩევამდე იყო.
1. ლერი ჩხეიძე - 1991-1998
პირველი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლო მენთეშაშვილი იყო.
1. ნიკოლოზ მენთეშაშვილი - 1998-2002
2. ლაშა მინდელი - 2002-2004
3. მამუკა ჩიქოვანი - 2004-2008
4. კახა გურგენიძე - 2008-2014
5. დავით მაღლაკელიძე - 2014-2017
6. ლევან ონიანი - 2017-2021 წლის აგვისტომდე
7. ნინო ქავთარაძე, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი 2021 წლის აგვისტოდან ამავე წლის არჩევნებამდე
8. ნოდარ შეროზია - 2022 წლის იანვრიდან დღემდე