კომპანია “რუსთავის წყალმა” კორპუსებიდან გამომავალი წყალარინების ამორტიზებული ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო.
მიმდინარე წელს კომპანია “რუსთავის წყალმა” ქალაქ რუსთავის მერიასთან ერთად წყალარინების ქსელის დეტალური შესწავლის მიზნით სადიაგნოსტიკო სამუშაოები ჩაატარა. შესწავლის შედეგად იდენტიფიცირდა 13 კორპუსი, სადაც მოძველებული წყალარინების ქსელი ხარვეზებით ფუნქციონირებდა.
“კომპანია “რუსთავის წყალმა” “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ტექნიკური ჯგუფების მხარდაჭერით ქალაქ რუსთავში წყალარინების ქსელის დიაგნოსტირება ჩაატარა. სწორედ სისტემის სრულფასოვანი კვლევა დაედო საფუძვლად ქალაქ რუსთავის წყალარინების რეაბილიტაციის გეგმას” - ზურა ალფაიძე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერუს განვითარების დირექტორი
კომპანია “რუსთავის წყალმა” აღნიშნული 13 კორპუსი წყალარინების ქსელის განახლების საპროექტო სამუშაოები უკვე დაასრულა და ეტაპობროვი რეაბილიტაცია დაიწყო.
სარეაბილიტაციო პროექტი წყალარინების ქსელის 13 ლოკაციაზე განახლებას მოიცავს. სამუშაოები 4 ლოკაციაზე უკვე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. 2023 წლის ბოლომდე 10 კორპუსის წყალარინების ქსელების განახლებაა დაგეგმილი, დარჩენილ 3 ლოკაციზე სამუშაოები 2024 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.
პროექტის განხორციელებაში კომპანია “რუსთავის წყალი” ერთ მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.