რუსთაველი 11 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა, სტაბილურია.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ჯეო ჰოსპიტალში განუცხადეს, სადაც მოზარდი ვარდნის შემდეგ გადაიყვანეს.
11 წლის გოგო რჩება სამედიცინო დაწესებულებაში.
მან მე-3 სართულიდან გადმოვარდნის დროს მრავლობითი მოტეხილობა მიიღო, დაჟეჟილი აქვს ფილტვებიც.