კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის ფალიაშვილის ქ. N3-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 16 ოქტომბერს 10:40 საათიდან 16:40 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ახმეტელის, მეგობრობის 1 და 2 გასასვლელებს, მეგობრობის N 22-დან 30-ის ჩათვლით, მელიქიშვილის (გასასვლელებით და ჩიხებით) და ფალიაშვილის კენტ ნომრებს.
კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.