კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის პუშკინის N8 -თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს
სამუშაოებთან დაკავშირებით, 15 ოქტომბერს, 14:40 საათიდან 21:40 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ლესელიძის, ტაბიძის, ტურგენევის, ერისთავის, ქუჩიშვილის, ორბელიანის, ჭონქაძის, პუშკინის, შ. არაგვისპირელის, ჭლონტის, ბესიკის, დადიანის წულუკიძის ქუჩებს, ყველა გასასვლელებით.