რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის მიერ ინიციირებული პროგრამის - ,,მართე შენი ქალაქი“ მეხუთე ეტაპი დაიწყო.
პროექტი, ქალაქის მართვაში ახალგაზრდების ჩართვას და მუნიციპალიტეტის მუშაობის სპეციფიკის გაცნობას ისახავს მიზნად.
რუსთავის მერი, პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა. ნინო ლაცაბიძე, მათ რუსთავში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. ქალაქის მერმა 15 რუსთაველ სტუდენტს, რომლებიც სხვადასხვა სამსახურებში ერთთვიან სტაჟირებას გაივლიან, ადგილობრივი თვითმმართველობის არსი, მუშაობის სპეციფიკა გააცნო და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
პროგრამის - ,,მართე შენი ქალაქი“ განხორციელება, რუსთავის მერიამ გასული წლის თებერვალში დაიწყო და დღემდე მასში 60 სტუდენტი იყო ჩართული. მეხუთე ეტაპზე ერთთვიან სტაჟირებას, კიდევ 15 ახალგაზრდა გაივლის. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების რუსთაველი სტუდენტები, მერიის სამსახურებში განხორციელებულ რეფორმებს, მუშაობის სპეციფიკასა და ახალ მუნიციპალურ სერვისებს, ადგილზე გაეცნობიან.
შეხვედრას, ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანელი ჩხარტიშვილი და პროექტის მენეჯერი მარიამ ლაცაბიძე ესწრებოდნენ.
პროექტში ჩართვის მსურველთა შერჩევა, ონლაინ რეგისტრაციით მოხდა.