იცოდი? - რომ რუსთავში საბაგირო იყო

2023-10-12 11:13:45

იცოდი? - რომ რუსთავში საბაგირო იყო.

ახალგაზრდა რუსთაველებს არ ემახსოვრებათ, თუმცა უფროს თაობას უნდა ახსოვდეს, რომ ქალაქს 70-იანი წლებიდან საბაგირო ჰქონდა, რომელიც იაღლუჯის მთაზე აშენებულ  "ქიმიკოსთა და მეტალურგთა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ბალნეოლოგიურ ცენტრს" უკავშირდება.

უფროსი თაობის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის საბაგირო სკოლიდან გაპარვის, ე.წ. "შატალოს" მიზეზიც გამხდარა.


საბაგიროს მშენებლობა 1974-75 წლებში სანატორიუმთან ერთად უნდა დაწყებულიყო.

მისი სიგრძე დაახლოებით 1060 მეტრს უდრიდა.

საბაგიროსთვის იაღლუჯის მთაზე მოეწყო ზედა, ხოლო ფერდობზე ქვედა სადგურები.

რუსთაველებს საბაგიროს 2 გონდოლა ემსახურებოდა, მგზავრობის საფასური, როგორც რუსთაველების ნაწილი იხსენებს, კი 20 კაპიკს შეადგენდა.

90-იან წლებში სანატორიუმთან ერთად განადგურდა საბაგირო, გამქრალია სადგურებს და საყრდენებს შორის გაბმული მზიდი და გამწევი ან მზიდ-გამწევი ბაგირი, დღემდე ნანგრევებიღა შემორჩენილი ქვედა და ზედა სადგურების.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები