გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ამ დროისთვის ჯავშანტექნიკა "კობრა" შეიყვანეს. სამართალდამცველები კი მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ. სპეცოპერაცია აღნიშნულ ქუჩაზე 17 საათზე მეტია მიმდინარეობს. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახში სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ჩეჩენი ძმები ცხვრობენ.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მატულობს სამართალდამცავების რიცხვი, მობილიზებულია სამაშველო ეკიპაჟებიც. სპეცდანიშნულების რაზმი სავარაუდოდ შტურმისთვის ემზადება.
"ინფო რუსთავი" გაბრიელ სალოსის ქუჩაზე იმყოფება. ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით.