რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა

2023-10-06 18:12:58

რუსთავში, ქმარმა ცოლს სცემა.

შემთხვევა მეგობრობის გამზირზე მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 60 წლამდე ქმარსა და 50 წლამდე ცოლს შორის საუბარი კამათით დაიწყო და ჩხუბში გადაიზარდა რა დროსაც კაცმა ქალს ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის.

სამართალდამცავებმა კაცი ადგილზე დააკავეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.