ყვარელში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის მსუბუსი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხესთან შეჯახების შემდეგ ამობრუნდა. შედეგად, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს 2 ადამიანი გარდაცვლილი დახვდა.
დაღუპულები 22 წლის გოგონა და 35 წლამდე მამაკაცი არიან.