რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საავტომობილო საცობია.
მგზავრებისა და მძღოლების ცნობით, დედაქალაქთან დამაკავშირებელ მაგისტრალზე საავტომობილო მიმოსვლა პრაქტიკულად შეჩერებულია.
სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება, დაახლოებით, 20 წუთია უჭირთ.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავი-თბილისის გზაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რაც საცობის გამომწვევი მიზეზი გახდა.
საინფორმაციო სააგენტო დეტალებს არკვევს.